“1 მლნ ნახვა და 100,000 მომხმარებელი პირველსავე კვირაში”… – Redberry-მ Area.ge-ს კამპანიაზე იმუშავა

უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმამ Area.ge, საკომუნიკაციო სააგენტო Redberry-სთან თანამშრომლობით, კამპანია წამოიწყო. სააგენტოს დავალება Area.ge-ს პოპულარიზაციის გაზრდა იყო. ამ მიზნით, Redberry-მ სეგმენტებად დაყო სამიზნე აუდიტორია და თითოეული მათგანისთვის გადაიღო რეკლამა. ვიდეორგოლებს სიუჟეტის ერთი ხაზი გასდევს – ყველა მათგანი ექსკურსიაა ახალ სახლში და იწყება ფრაზით: “რა კარგია, რომ მოხვედი”… ხოლო სტილი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით იცვლება. Redberry-ს შეფასებით, პირველი ერთი კვირის მანძილზე, ვიდეორგოლებს, საერთო ჯამში, მილიონზე მეტი ნახვა აქვს. Area.ge-ს პლატფორმას კი 100,000 უნიკალური მომხმარებელი ეწვია. დეტალებზე “რედბერის” კრეატივის დირექტორი Tokareshka გვესაუბრა.

🏡 იპოვე იდეალური არეა შენი ოჯახისთვის უძრავი ქონების პირველ თანამედროვე პლატფორმაზე – www.area.ge

Gepostet von Area.ge am Montag, 1. April 2019

M: რა იყო Area.ge-სთან თანამშრომლობისას თქვენი ბრიფი?

“არეა” არის უძრავი ქონების პირველი თანმედროვე პლატფორმა, რომელიც ახლა გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. არეა მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტს, თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებებს მათი ფინანსური და ზოგადი ქცევითი პარამეტრების მიხედვით. ჩვენი დავალება იყო Launch კამპანია, რომელიც უზრვენლყოფს დიდ ტრაფიკს არეას პლატფორმაზე.

M: კონკრეტულად რას მოიცავს კამპანია?

პროდუქტიდან გამომდინარე ჩვენი კრეატიული გადაწყვეტილება მომხმარებელზე მორგებული კომუნიკაციაა. სოციალური მედია გვაძლევს საშუალებას აუდიტორიები დავყოთ მათი ინტერესების და ცხოვრების სტილის მიხედვით. შევარჩიეთ 24 აუდიტორია და თითოეულ აუდიტორიაზე გავუშვით კონკრეტულად მათზე მორგებული ვიდეოები. ვიდეოები, თავის მხრივ, წარმოადგენს ექსკურსიას ახალ სახლში, რომლის ცვლადები იცვლება აუდიტორიების ინტერესების მიხედვით. მათ აერთაანებთ დასასრული რომელშიც მომხმარებელს მოვუწოდებთ იპოვონ მათთვის სასურველი არეა ამ პლატფორმაზე.

🏡იპოვე იდეალური არეა შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის უძრავი ქონების პირველ თანამედროვე პლატფორმაზე – www.area.ge

Gepostet von Area.ge am Montag, 1. April 2019

M: რა კეთდება კამპანიის ფარგლებში და რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ?

კამპანია გაშლილია ყველა შესაძლო ციფრულ არხსა და აუთდორში, მთავარ მედიად ვიყენებთ ფეისბუქს, რომელიც უზრუნველყოფს საიტზე ტრაფიკის დიდ წილს. კამპანიის ფარგლებში, დავამზადეთ 24 ვიდეო რომელიც სამი კვირის განმავლობაში შეგხვდებათ სოციალურ მედიაში. როგორც დიჯითალ სივრცეში, აგრეთვე უკვე აუთდორშიც შეგხვდებათ არეას პრინტ სერიის ბანერები. პრინტ სერია აგრძელებს ვიდეოების კონცეფციას და წარმოგიდენთ კონკრეტულ ინტერესებსა და ცხოვრების წესზე მორგებულ ვიზუალს. თითოეული კომუნიკაცია მოგიწოდებთ ესტუმროთ “არეას” პლატფორმას სადაც აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ არეას.

🏡 იპოვე იდეალური არეა შენთვის და შენი გატაცებებისთვის უძრავი ქონების პირველ თანამედროვე პლატფორმაზე – www.area.ge

Gepostet von Area.ge am Montag, 25. März 2019

კრედიტები:

Creative Directors: Tokareshka, Misho Tsiklauri

Art Director: Bruce Lee

Executive Producer: Levan Ketskhoveli
Account Director: Irakli Kavelashvili

Senior Copywriter: Nina Modebadze

Strategy Team Head: Gaga Darsalia

Strategy Team: Ninuna Ungiadze, Sandro Javakhishvili, George Karanadze

Copywriter: Khatia Koplatadze

Creative Team: Dato Nakashidze, Akaki Metreveli, Liana Metreveli, Achi Oragvelidze, Irina Beriashvili

Digital Planner: Keti Maruashvili, Tanya Basheleishvili

Graphic Designer: Salome Khazaradze, Alex Makashvili

Post Production: Giorgi Akhvlediani, Tengo Tetrashvili

Director: David Chabishvili

Dop: Irakli Akhalkatsi

Art Department: Slow Pulse Group

Audio: Post Red Audio