„აჭარა ჯგუფი” აბასთუმნის ყოფილ სანატორიუმში „რუმსს“ ხსნის

„აჭარა ჯგუფმა“, აბასთუმანში, 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმი „არაზინდო“ შეიძინა. სავარაუდოდ, 2021 წელს, ამ შენობაში, რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმრო „რუმს აბასთუმანი” გაიხსნება. პროექტის განვითარებისთვის Adjara Group $10 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

სანატორიუმი „არაზინდო“, 1934 წლის ფოტო/ Photo Credit: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე

„პირველი სასტუმრო „რუმსი“ 2012 წელს, ყაზბეგში გაიხსნა. 2014 წელს, პროექტის საერთაშორისო აღიარებამ, ხელი შეუწყო თბილისში იმავე ბრენდის სასტუმროს შექმნას. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მიმდინარე წლის ზამთრის სეზონამდე ახალი ski-in ski-out კონცეფციის სასტუმრო „რუმს კოხტა“, 2020 წლისთვის კი ბათუმში, XIX საუკუნის შენობაში „რუმს ბათუმი” გაიხსნება“.

სანატორიუმი „არაზინდო“ დღეს/გარე ფასადი

როგორც თავად ამბობენ, „აჭარა ჯგუფი“ წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, ასევე ემსახურება აგრობიზნესის სფეროს განვითარებასა და ცხოვრების კულტურის გაუმჯობესებას.

სანატორიუმი „არაზინდო“ დღეს/ შენობის ინტერიერი

„აღნიშნულ სფეროებში, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვატორული ტენდენციების ჩამოყალიბების, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა და ახალი ესთეტიკის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. „აჭარა ჯგუფმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორებიცაა: „რუმსი”, „სტამბა“ და „ფაბრიკა”. ამ ინოვაციური პროექტების წყალობით, კომპანიას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს დედაქალაქის და რეგიონების ტურიზმის განვითარებაში. ასევე, ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის საყოველთაო პოპულარიზაციას“.

სანატორიუმი „არაზინდო“ დღეს/ შენობის ინტერიერი