#„ჩემი უკულელე“ საქართველოში იქმნება – ლამაზი ჟღერადობის საკრავი გიტარის ოჯახიდან

6

„ჩემი უკულელე!“ – ასეთი იყო პირველი მომხმარებლის რეაქცია, უკვე მის კუთვნილ გიტარის ოჯახის კომპაქტური ზომის სიმებიან საკრავ უკულელეს პირველად რომ შეხვდა. უკულელეების ქართული სტარტაპის ავტორმაც – სეით ივანიშვილმა გადაწყვიტა, საქმიანობა „ჩემი უკულელეს“ სახელით შეეფუთა. 

სეითისა და მუსიკალური ინსტრუმენტების სიყვარული სათავეს ბავშვობიდან იღებს… მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი კი დიდი ხანია, უკულელემ დაიკავა. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე ამ პროდუქტის დეფიციტი იყო და მას შემდეგ, რაც „ამაზონიდან“ გამოიწერა და მოუნდა, საკრავის ჟღერადობა სხვებისთვისაც გაეზიარებინა, უკულელეების რცხილისა და წიფლისგან დამზადებას თავად შეუდგა.

„გუგა, ქართველი kamakawiwo’ole“ – ვკითხულობთ „ჩემი უკულელეს“ ფეისბუკგვერდზე

დღეს, მომხმარებლებს უნიკალური, მათ შორის, მათ მიერვე მოფიქრებული დიზაინის უკულელეებს, უვადო გარანტიასა და ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობს.

„ჩემი უკულელე“, პირველ რიგში, ფეისბუკის გვერდის საშუალებით იყიდება. ასევე, საერთაშორისო ხელნაკეთი ნივთების გასაყიდ ონლაინპლატფორმაზეცაა წარმოდგენილი და რუსთაველზე გამართულ ბაზრობებზეც ხშირად შეხვდებით

როგორც სეითი მარკეტერს უმხელს, მისი 2020 წლის გეგმა ასეთია: უკულელეები ადგილობრივ მუსიკალურ და ტურისტულ მაღაზიებში განთავსდეს. და უფრო მეტიც – ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდეს: ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.