სამრეცხაოს რიგში ჩასადგომად აღარ გჭირდება, ადგილზე იყო – აპლიკაცია TYPLINE Startauperi Startauperi

თუ დავფიქრდებით და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც დაკვირვებით შევხედავთ, საკმაოდ ზოგად დასკვნამდე მივალთ – თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დროა. შესაბამისად, ის, რასაც დიდი გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია, დროის ფუჭად კარგვაა. დროის ფუჭად კარგვაზე კი ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო რამ – რიგში დგომა შეიძლება გაგახსენდეთ.

ასე, ფუჭად დაკარგული დროით მოგვრილი გაღიზიანების შემცირების მიზნით შეიქმნა TYPLINE – უფასო აპლიკაცია, რომელიც, ერთი მხრივ, გაძლევთ საშუალებას ჩადგეთ სამრეცხაოს რიგში, ადგილზე ყოფნის გარეშე, მეორე მხრივ კი, უმარტივებს სამრეცხაოებს მომსახურების გაწევის პროცესს. როგორ?

აპლიკაციას რომ ემუშავა მოგვიწია სამრეცხაოების სამართავი პროგრამის შექმნა. დღესდღეობით, საქართველოს ყველაზე დიდი სამრეცხაოები მუშაობენ Typline-ის პროგრამით. აღწერენ შეკვეთებს, ბუღალტერიას და ყვეალფერს. მთლიანად მართავენ ბიზნესს. TYPLINE-ის ორივე მხარე, აპლიკაციაც და სამრეცხაოს მხარეც არის სრულიად უფასო. უბრალოდ გავაკეთეთ და დავდეთ, რომ ხალხს გამოეყენებია, რადგან რიგები არ გვიყვარს“, – ამბობს ნიკა აბაშიძე, Typline-ის თანადამფუძნებელი.

აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ ლაივ რეჟიმში ადევნოთ თვალი სამრეცხაოს რიგს, დაიკავოთ ადგილი და მიხვიდეთ სამრეცხაოში ზუსტად მაშინ, როცა თქვენი ჯერი დადგება. ასე მაგალითად, ნახავთ, რომ საშხაპის რიგში არის 4 მანქანა, დაიკავებთ რიგს ერთი კლიკით და იქნებით მეხუთე. ადგილზე მიხვალთ მაშინ, როცა მომსახურების დრო მოვა.

TYPLINE-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათი მომსახურებით „საშხაპეების ქსელში“, „ეკოსა“ და „პროფესიონალში“ შეგვიძლია ვისარგებლოთ. სამომავლოდ კი, მზად არიან სისტემაში ჩართონ ნებისმიერი სამრეცხაო, რომელსაც ამის სურვილი ექნება. აღსანიშნავია TYPLINE-ის მნიშვნელობა როგორც არამხოლოდ აპლიკაციის, არამედ მასშტაბური პროექტისაც, რომელმაც სამრეცხაოების ავტომატიზება შეძლო.

სამრეცხაოებთან ერთად ვმუშაობდით სერიოზულად ამ პროექტზე. მივახდინეთ შეკვეთების ელექტრონიზაცია, შევქმენით მომხმარებლის ბაზა, ელექტრონული ტალონების სისტემა და ა.შ. მოკლედ სამრეცხაო გადავიყვანეთ ფურცლიდან – კომპიუტერზე“.