#ირაკლი შოთაძე კენჭისყრის მოლოდინში – რა არ უნდა გამოგრჩეს 18 თებერვალს

14

ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, ორეტაპიანი ფარული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე.

შოთაძე ერთხელ უკვე იყო მთავარი პროკურორი – 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

კომიტეტის შემდეგ, გენპროკურორობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც მოუსმენენ და პოსტზე დამტკიცების საკითხს ასევე კენჭისყრის გზით გადაწყვეტენ.

თითქმის საათიანმა მოსმენამ ოპოზიციის პროტესტისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა.

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობა კოლეგებმა გამოხატეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

ახალციხეში აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

  • 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან
  • 10:00 საათიდან ოპოზიცია ირაკლი შოთაძისთვის კენჭისყრის პარალელურად ხვალ პარლამენტთან სირცხვილის დერეფნებს მოაწყობს.

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის ორგანიზებულ შეკრებას არ დაესწრება

საქართველოს საპატრიარქო მონაწილეობას არ მიიღებს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის მიერ დაგეგმილ კრებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს პატრიარქ ილია მეორის წერილს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობისგან. ამ შეხვედრაზე მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განეხილათ.

წერილის მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განპირობებულია იმით, რომ მას ყველა ეკლესია არ დაესწრება.

წაიკითხე მეტი

პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლით – ლომჯარია ფსიქიკური ჯან. ცენტრში ძალადობაზე მიუთითებს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა და პაციენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითა. გამოიკვეთა, რომ დაწესებულება გადატვირთულია, ინფრასტრუქტურა მოძველებული, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოუწესრიგებელი.

წაიკითხე მეტი

მეამბოხე წავიდა

გიორგი შენგელაიას ხსოვნას

82 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია.​ გოგი გვახარია კინორეჟისორისადმი მიძღვნილ წერილში წერს:

მე მგონი, გიორგი შენგელაიასა და გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“ არასდროს მოძველდება. ეს ფილმი ყველა იმ ადამიანის თავისებური მანიფესტია, რომელსაც მოძრაობა და ცვლილება უყვარს… ანუ სიცოცხლე უყვარს.

გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“, სწორედაც რომ, სიცოცხლის სიყვარულით სავსე კაცის დებიუტი იყო დიდ კინოში. ამის შემდეგ რომელ ჟანრშიც უნდა ემუშავა – მიუზიკლი იქნებოდა ეს, როგორც „ვერის უბნის მელოდიები“, თუ ხალხურ მოტივებზე გადაღებული სათავგადასავლო ფილმი, როგორც „ხარება და გოგია“, ქართული ვესტერნი, როგორც „მაცი ხვიტია“, თუ ეროტიკული კომედია, როგორც „სიყვარული ვენახში“, გიორგი შენგელაია ყოველთვის იმის მხარეს იყო, ვინც სიცოცხლეს მისი მტრებისგან იცავდა, მოძრაობას იცავდა. ამ თვალსაზირისით, გიორგი შენგელაია ნამდვილად ჰგავდა „ალავერდობის გმირს“, რომელიც კომფორტს ურღვევს დეგრადირებულ ბრბოს, აფხიზლებს მიძინებულ მასას. ასეთი ხალხის მართვა უკვე ადვილი ხდება. ასეთი ხალხის მართვა და ასეთი ხალხით მართვა საშიშია ქვეყნისა და სიცოცხლისთვის.

„ალავერდობის“ გმირი გუმბათზე ადის და იქიდან გადმოსძახებს ქვეყანას, რომელსაც თითქოს აღარაფერი ადარდებს. გიორგი შენგელაიაც ასე არ ცხოვრობდა? გაიხსენეთ მისი სატელევიზიო გამოსვლები, პოლიტიკაში მოსვლის მისი მუდმივი (და განუხორციელებელი) სურვილი… არაერთხელ გავბრაზებულვართ, არაერთხელ გავოცებულვართ, მაგრამ არასდროს გვითქვამს, რომ ამ კაცს აღარ აღელვებს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ შეეგუა ჭაობში ცხოვრებას, რომ აღარ იბრძვის.

არა, იგი სიცოცხლის ბოლო დღემდე იბრძოდა.

წაიკითხე მეტი

კარანტინის 25-ე დღე უჰანში – ნინი დავლიანიძის ვიდეოდღიური

კარანტინის 25-ე დღე ჩინეთის ქალაქ უჰანში – ნინი დავლიანიძის ვიდეოდღიური. ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

0

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.