Понедельник, Октябрь 14, 2019

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. მიხეილ კობახიძე არაერთი ფილმის ავტორია. 1964 წელს მიხეილ კობახიძემ გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“. ამასთან, რეჟისორია ფილმების „ქოლგა“, „მუსიკოსები“. 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მას დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“. ამასთან,​ 2019 წელს რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე დოკუმენტური ფილმი „დაკარგული რვანახევარი“ გადაიღეს, რომლის რეჟისორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან. ფილმი რეჟისორის ექვს კინონოველაზეა აგებული. ავტორებმა საკუთარი ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს. ფილმის მთავარი გმირი მიხეილ კობახიძეა, რომელიც მაყურებელს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს. წყარო: 1tv.ge

უკარება

News.ge გთავაზობთ, აშშში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, ლლი ფოფოხაძის მოთხრობას – “უკარება”. “შუაღამეა. თინიკოს არ სძინავს. უკვე მერამდენე ღამეა, მხოლოდ გამთენიისას თუ ჩაეძინება. დილით დაფეთებული წამოვარდება ლოგინიდან, ხომ არ მაგვიანდებაო, და მშიერ- მწყურვალი გარბის სამსახურში. წამლის დალევას ვერ იტანს, განსაკუთრებით ძილის წამლის ეშინია- ვაითუ დავიძინო და ვეღარ გავიღვიძოო. მეგობრები ეუბნებიან, მთაში გაზრდილი გოგო ხარ, სუფთა ჰაერზე გაკაჟებული, ავად არასოდეს გამხდარხარ და წამალი საწამლავი გგონიაო. რა სისულელეა, ეგ რა შუაშია, ყოვლად უინტერესო ცხოვრებას ვეწევი და ამის ბრალიაო, ბრაზობდა თინიკო. ამ ბოლო დროს მეგობრებიც შემოეცალა – ზოგი გათხოვდა, ზოგი ქმარს გაეყარა, ზოგიც გულის სწორს ვერ პოულობს და დადიან ასე ყურებჩამოყრილები. ამას წინათ, სოფელში რომ ააკითხა მშობლებს, დედამისმა , ვითომ სხვათა შორის, უამბო: შვილო, ვალიდა ხომ იცი, სოფლის თავში რომ ცხოვრობს, ვერ გათხოვდა საწყალი, დედ- მამა დაეხოცა, თავს ძლივს ირჩენს, დარჩა მარტო გალოკილი თითივით და მეზობელმა მითხრა, აქაური გოგო- ბიჭები რომ დაინ..

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობა სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე, 15 ოქტომბერს აღდგება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით. მოძრაობ..

ბუნებრივი გაზის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს

ბუნებრივი გაზის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს ბუნებრივი გაზის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ცვლილების შეტანა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა. „კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის შემოწმების განხორციელების სავალდებულოობა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ,“-ნათქვამია პროექტში. წაიკითხე გაგრძელება

თბილისი ენერჯი: სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა

კომპანია „თბილისი ენერჯი“ სექტემბრის თვის დარღვევების შემოწმების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები. „თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის. სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784); ისანი-ვაზისუბანში (488 ) და სანზონაში (303) ჩაიხსნა. რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამო..