#’4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება’ – მარინა ეზუგბაია »

5

„ჩვენ გვყავს 4 მძიმე პაციენტი. ამ 4 პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. მაინც ჯერჯერობით ვამბობთ, რომ ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობასა და ანალიზს მოითხოვს,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 13 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 505 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 247. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[sknesws.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.