#ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო »

7

27 მარტის, 10:00 საათის მონაცემებით, ამერიკაში 85 594 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ჩინეთში 81 340, ასევე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიას, ესპანეთსა და გერმანიაში. მსოფლიოს 199 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდნობა წუთიერად იცვლება.

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში ფიქსირდება, www.worldometers –ის მონაცემებით აქ 8 215 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე ადგილზეა ესპანეთი, აქ 4 365–მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, შემდეგ მოდის ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, ამერიკა.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული. 11 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 427 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 257. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.