#აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან »

8

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს, ახალქალაქის და ნინოწმინის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ესაუბრებიან.

სოფელ გორელოვკაში პროტესტი დღეს, 20 იანვარს დილით სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ადგილობრივებმა საქართველო–საომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზაზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში იყო შეზღუდული.

აქცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ დაიშალა. სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გორელოვკელებს სოფლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.