#ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს »

10

ბესიკ ამრიანაშვილის განცხადებით, სოფელ გორელოვკაში არსებული წყლის პრობლემის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

აქციის მონაწილეებს გუბერნატორმა უთხრა, რომ გამოყონ 10 კაცი და სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბარი ნინოწმინდის მერიაში გააგრძელონ.

„მკაცრი კლიმატია ამიტომ აპრილიდან დავიწყებთ სამუშაოებს, გთავაზობთ ცენტრალურ მაგისტრალზე ყველა დაერთება ჩავჭრათ, რის შემდეგად ყველას თანაბრად მოგივათ წყალი“, – განაცხადა აქციის მონაწილეებთან გუბერნატორმა.

რაც შეეხება საძოვრების საკითხს, ამირანაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სოფელში არსებულ ვითარებას შეისწავლის: “ნებისმიერი უკანონო ფლობა აღკვეთილი იქნება. ჩვენი ხელისუფლებისთვის არ არსებობს პრივილეგირებული საკრებულოს თავმჯდომარეები და გუბერნატორები, შესაბამისად გუშინდელი განცხადებები, რომ მათ წყალს არ აძლევენ, ესარის არის რეალური, ხვალვე მოხდება ცენტრალური მაგისტრალის გათავისუფლება და ყუველას თანაბრად მიეწოდება წყალი”.

აქციის მონაწილეებთან დღეს არ მისულა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი. გორელოვკელები უკვე წავიდნენ ნინოწმინდის მერიაში, მოსალაპარაკებლად.

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.