#დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ »

4

ენზელ მკოიანი დაჯარიმდა შემდეგი დარღვევების გამო:

საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა;
სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში.

რაც შეეხება სამველ მანუკიანს, იგი დაჯარიმდა რადგან 1. დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა 3. მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება 4. მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული.

გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ სამცხე–ჯავახეთში კიდევ 12 პირი დააჯარიმა, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე, ნინოწმინდის მერი, ადიგენის მერის მოადგილე და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი.

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ შეამოწმეს 596 თანამდებობის პირი, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს. მათივე თქმით, ერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია პროკურატურაში გადაიგზავნა.

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.