"დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა, არ ვიცი — რა უპასუხა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვას

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, რო­მან გო­ცი­რი­ძის კი­თხვა­ზე, ვინ და­წე­რა „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“, უპა­სუ­ხა, რომ არ იცის.
ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა თა­დუ­მა­ძის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე და­უს­ვა, სა­დაც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტის რან­გში უს­მე­ნენ. გო­ცი­რი­ძემ ხდო­მა­ზე შალ­ვა თა­დუ­მა­ძის ფრა­ზე­ბი წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ბრო­შუ­რა­დაა გა­მო­ცე­მუ­ლი.
„ახლა ვცი­ტი­რებ თქვენს ფრთო­სან სი­ტყვებს: „რო­გორც ყვე­ლა ქარ­თველს, მეც მე­ზი­ზღე­ბა ის ჯა­ლა­თი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი სა­კა­თედ­რო ტაძ­რის აღმშე­ნე­ბელს მარ­ჯვე­ნა მოკ­ვე­თა. მსგავ­სი რამ ახლა არ უნდა გან­მე­ორ­დეს“. დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა ვინ და­წე­რა?“,

— მი­მარ­თა გო­ცი­რი­ძემ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, რა­ზეც გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა უპა­სუ­ხა: „არ ვიცი“.
ამის შემ­დეგ გო­ცი­რი­ძე და­ინ­ტე­რეს­და ამ ფრა­ზა­ში „რა მარ­ჯვე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, ვის მოკ­ვე­თეს მარ­ჯვე­ნა მა­შინ და ვის მოკ­ვე­თეს მარ­ჯვე­ნა დღეს“.
„ჩემ­გან გინ­დათ პა­სუ­ხე­ბი ისეთ რა­ღა­ცებ­ზე, რომ­ლის კი­თხვე­ბიც თქვენ არ იცით? ეგ ცი­ტა­ტა არის ამო­ღე­ბუ­ლი ისე­თი სა­კი­თხი­დან, რო­მელ­საც წინ უს­წრებ­და მსჯე­ლო­ბა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტის სა­ად­ვო­კა­ტო გა­მოს­ვლა­ზე, მგო­ნი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან. ეს არის სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ნათ­ქვა­მი რეპ­ლი­კა, რომ­ლის სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა არის ამო­ღე­ბუ­ლი. ეს რეპ­ლი­კა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ ფურ­ცლი­ა­ნია და იქ მი­დის მსჯე­ლო­ბა. თქვენ თუ გინ­დათ მე შე­მი­მოწ­მოთ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში რო­გორ გა­მოვ­დი­ო­დი, არ გა­მო­გი­ვათ, რად­გან კარ­გად გა­მოვ­დი­ო­დი“, — გა­ნა­ცხა­და შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.
ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ კი­დევ ერთხელ გა­უ­მე­ო­რა შე­კი­თხვა, თუ ვის გუ­ლის­ხმობ­და მის ფრა­ზა­ში, რა­ზეც თა­დუ­მა­ძემ გან­მარ­ტა, რომ „გუ­ლის­ხმობ­და მო­სა­მარ­თლეს, რო­მე­ლიც იქ­ცე­ო­და რო­გორც ჯა­ლა­თი“.