#ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

6

„გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეის მონაცემებით უკვე არის 81, გუშენდელის შემდეგ უკვე ფიქსირდება ოთხი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ერთი ჩვენთან არის და დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა ექვს კლინიკაში. რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პირებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა კიდევ ორი ანუ იყო 10 და გახდა 12 ერთმა უკვე დატოვა ცენტრი ანუ ბინაზეა გაწერილი, ხოლო მე–12 პაციენტის მდგომარეობა პასუხთან ერთად უნდა შეფასდეს ვირუსმა გაინიცადა ელემენაცია, მაგრამ აუცილებელია ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემებიც, შეფასდება და ეს პაციენტიც დატოვებს ალბათ კლინიკას დღეს. ასევე როგორც ვიცით, არის კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული, მე როგორც ვიცი, ეს პაციენტი არის საჩხერის კლინიკიდან,“– უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და არ ცდება მათ კლინიკაში არსებული ისტორიის წყაროებს.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 13 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 505 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვქლყურეობის ქვეშ 247. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.