#ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსი 81 ადამიანს აქვს »

5

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

27 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 81 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 13 უკვე გამოჯანმრთელდა, 68 კვლავ განაგრძობს მკურნალობას, ექიმების განმარტებით, ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იგი დაინფიცირებიდან 20 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამისთვის სპეციალური დეკრეტი გამოსცა.

23 მარტს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რადგან ვერ დადგინდა მარნეულში მცხოვრები 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო, ამის გამო მარნეულის და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

COVID 19 – სიმპტომები და გავრცელება – რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად? COVID 19 [ვიდეო]

რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ–მინისტრის განმარტებები

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.