#სამხედროებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ – თავდაცვა »

7

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე სამხედრო მოსამსახურეებში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ“, – აცხადებს უწყება.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მედიასა და სხვა პროფესიულ ჯგუფებს, მოერიდონ ინფორმაციის წინასწარ გავრცელებას ოფიციალური სამედიცინო დასკვნების გამოქვეყნებამდე.

27 მარტის, 11:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.