საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება

საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ. ექსპრესმომსახურების მობილურ სერვისცენტრებს ავამოქმედებთ ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, — ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გომელაურმა განაცხადა, საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები.
„საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ

საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით. საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრეს მომსახურების მობილურ სერვის ცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“, — განაცხადა გომელაურმა.