#საქართველოში კორონავირუსი 11–მა პაციენტმა დაამარცხა »

6

მე-11 გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს, ქვეყნის მასშტაბით 79 ინიფიცირებულია. კარანტინში რჩება 4 427 მოქალაქე, 257 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია დაახლოებით 50 წლის კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იგი დაინფიცირებიდან 20 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამისთვის სპეციალური დეკრეტი გამოსცა.

23 მარტს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რადგან ვერ დადგინდა მარნეულში მცხოვრები 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო, ამის გამო მარნეულის და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადდა.

[sknews.ge]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.