#საქართველოში ნავთობის მოპოვებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

47
საქართველო წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 1,2 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებსა და დაახლოებით 2,5 მილიარდ კუბომეტრ გაზს მოიხმარს

თბილისი, 29 ნოემბერი — Sololaki გამოცხადდა საერთაშორისო ღია ტენდერი საგარეჯოსა და გარდაბნის რაიონებში XIH სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე.

ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია 194,5 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიაზე. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 2 მარტი, რის შემდეგაც განაცხადები საჯარო გახდება.

პირველი არხის მონაცემებით, აღნიშნულ ლიცენზირებულ ბლოკზე კომპანია „ელენილტო” მუშაობდა, რომელიც ისრაელის ინვესტიციებზეა დაფუძნებული. მასთან ხელშეკრულება 2013 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება გაუქმდა.

ამჟამად საქართველოში ნავთობის მოპოვებაზე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე 23 შეთანხმებაა გაფორმებული. ხოლო ლიცენზია ნავთობის გადამუშავებაზე სამ კომპანიაზეა გაცემული.

საქართველოში 2018 წელს მოპოვებული იყო 30 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და 16,5 მილიონი კუბომეტრი გაზი.

ჩინური კომპანია საქართველოში ნავთობის მოძიებით დაკავდება>>

საქართველო წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 1,2 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებსა და დაახლოებით 2,5 მილიარდ კუბომეტრ გაზს მოიხმარს. ნახშირწყალბადი საქართველოში, ძირითადად, შემოდის აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.



1


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.