#სროლა წალენჯიხაში: პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

12
ბრალდებულმა სამართალდამცველმა ბესო ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში უცნობია.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sololaki ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ბრალდებული სამართალდამცველის ბესო ფიფიას საქმეზე, რომელმაც წალენჯიხაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და აღკვეთის სახით  პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „Sololakiსაქართველოს“ კორესპონდენტი.

ნასვამმა პოლიციელმა წალენჯიხაში კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა >>

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა.

„ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და გვიან 3,4 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში. რაც წარმოადგენს მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს“, – განაცხადა პირველ სასამართლო პროცესზე პროკურორმა დავით პაპავამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა არასაპატიმრო გირაოს შეფარდებაზე 100 000 ლარის ოდენობით. რაც გამოძიების განმავლობაში გირაოს უზრუნველყოფით ბრალდებულის დაპატიმრებიდან გათავისუფლებას გულისხმობდა.

პროკურორის განცხადებით, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზეა და მოწმეების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოკითხული. საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული.

ბრალდებულმა სამართალდამცველმა ბესო ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში უცნობია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს ჩაინიშნა.

ნიკა ლატარია



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.