#წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში?

32

31 დეკემბერს და 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9 +11 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბოლოს თოვლი ახალი წლის ღამეს 2009 წელს მოვიდა.



1


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.