#ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები დააფიქსირა

41

“ჩვენთვის ეს არ არის მიზანი, იმიტომ, რომ ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა,”- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ვოლსკის განცხადებითვე, “ქართულ ოცნებას” არც პროპორციული და არც ვადამდელი არჩევნების არ ეშინია.

“იყო მოსაზრებები, თითქოს ხელისუფლება თავად ითხოვს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენთვის ეს არ არის მიზანი, ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა. დათანხმებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ, მაგრამ შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, მე ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ქართულ ოცნებას” პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე. არაა ჩვენს ინტერესებში საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება. არც პროპორციული და არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, ვისთვის ვმუშაობთ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმითვე, საზოგადოებამ პოლიტიკურ თემაზე დაპირისპირებისგან თავი კატეგორიულად უნდა შეიკავოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იმ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად კენჭისყრაზე მიღებული ხმების 3/4 კანონპროექტის განხილვის გასაგრძელებლად საკმარისი იყო.

“მე ეჭვი მიჩნდება არა პირადად ეკას მიმართ, რომ ასეთი თემების შემოტანა, თითქოს  კანონში დარჩენილია რაღაც ლუფტი და მაინც შეიძლება 101 ხმით გაგრძელდეს ამის განხილვა არის ერთადერთი მიზნისთვის – დაპირისპირების გაღრმავება და პოლიტიკური პარტიების მიერ იმ ხალხის ახლოს მოზიდვა. ასე მგონია, რომ ეს ტაქტიკური სვლაა. გამოვრიცხავ, რომ ადამიანებს, ვისაც აქვთ გარკვეული იურიდიული განათლება, არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ კანონი ჩავარდნილია,”- განაცხადა ვოლსკიმ.



1


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.