ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, არჩეული კურსი და დასახულ გზაზე წინსვლა პასუხია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების. ისევე, როგორც საქართველოს ღიაობა და ტოლერანტობა გამოიხატება იმ ფაქტით, რომ გასულ წელს ქვეყანამ მილიონ ნახევარ რუს ტურისტს უმასპინძლა და და არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.