#რუსეთმა უკრაინას დაკავებული გემები გადასცა

80

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი სამი კატარღა რუსეთმა უკრაინას დაუბრუნა, ხომალდებმა უკვე დატოვეს ქერჩის ყურე.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sololaki. ერთი წლის წინ დაკავებული უკრაინული სამხედრო ხომალდების კიევისთვის გადაცემა — ეს შერიგებისკენ სწრაფვის სიგნალია, განაცხადა ყირიმის პარლამენტის სახალხო დიპლომატიისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე იური გემპელმა. 

მანამდე ნახევარკუნძულის ძალოვან სტრუქტურებში არსებულმა წყარომ განაცხადა, რომ კატარღებს „ბერდიანსკი“, „ ნიკოპოლი“ და ბუქსირს „იანი კაპუ“ ქერჩიდან ნეიტრალურ წყლებში გადაიყვანდნენ უკრაინული მხარისთვის გადასაცემად.

„ეს ლოგიკურად გამართლებული გადაწყვეტილება და სერიოზული ნიშანია უკრაინის ხელისუფლებისთვის პრეზიდენტის მეთაურობით… ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზული ნაბიჯია კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად“, — განაცხადა გემპელმა.

მისი თქმით, ახლა ის კიევისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს დნეპრის წყლის მიწოდების აღდგენა ჩრდილოეთ ყირიმის არხით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, იგორ  ვორონჩენკოს განცხადებით, დაკავებული გემების კიევისთვის გადაცემა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ: 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მხარემ დააკავა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და „იანი კაპუ“, რომლებმაც, რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაარღვიეს რუსეთის საზღვარი და რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ სახიფათო მანევრებს. დაკავებულთა შორის იყო 24 სამხედრო. ამის შემდეგ კიევმა მოსკოვი აგრესიაში დაადანაშაულა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაბალ რეიტინგთან საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს „საზღვრის დამრღვევი“ სამხედროები უკრაინას გადასცეს.



1


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.