#საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან დამარცხდა

11
გუნდებმა ტესტ-მატჩები 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო თასის თამაშებისთვის მზადების ფარგლებში გამართეს

თბილისი,  5 დეკემბერი  — Sololaki. საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩში სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან ანგარიშით 33:40 თბილისში „შევარდენის“ ბაზაზე წააგო.

მატჩის პირველ ტაიმში სტუმრებმა დადეს ოთხი ლელო, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა ორი ლელოთი უპასუხა, რის შედეგადაც გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 12:26 სტუმრების სასარგებლოდ გავიდნენ.

თამაშის განახლების შემდეგ მე-60 წუთზე ანგარიშის სხვაობა უფრო შესამჩნევი გახდა – სამხრეთ აფრიკის მორაგბეებმა კიდევ ორი ლელო დადეს და ანგარიში 40:12 გახდა.

თუმცა ბოლო 20 წუთში ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მსვლელობის შემობრუნება შეძლეს და მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. ქართველებმა სამხრეთაფრიკელებს მეტის გატანის საშუალება არ მისცეს და საბოლოო ანგარიში 40:33 გახდა.

პირველ ტესტ-მატჩში, რომელიც ასევე თბილისში გაიმართა, სამხრეთაფრიკელმა მორაგბეებმა ანგარიშით 28:21 მოიგეს. ამასთან პირველ ტაიმში ქართველებმა ანგარიშით 18:14 მოიგეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.