#AR ეკრანი კონტაქტურ ლინზაზე – რეალური პროტოტიპი, რომელიც CES 2020-ზე წარადგინეს

5

Alta

Silicon Valley-ის სტარტაპმა, სახელად Mojo Vision, ჭკვიანი კონტაქტური ლინზის პროტოტიპი წარადგინა და თქვა, რომ ეს არის „მსოფლიოში პირველი, ნამდვილად ჭკვიანი კონტაქტური ლინზა“. ეს არის ის, რაც ეკრანს ჩვენს გუგაზე გადაიტანს და ალბათ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ეს არის გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგია ლინზაზე. ეს იქნება 14 000 ppi-ის (პიქსელი კვადრატულ დიუმზე) მქონე ეკრანი და თუ კომპანიას დავეყრდნობით, ეს არის მსოფლიო რეკორდი. შედარებისთვის, iPhone 11-ის ეკრანს 323 ppi აქვს.

Mojo Vision-ის თქმით, ლინზას შეეძლება გაჩვენოთ გზის მიმართულება, შეგძინოთ სიბნელეში დანახვის უნარი და მეტიც, მოგცეთ ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ მომენტში დაგჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კონტაქტური ლინზით ეკრანის დანახვა შეგეძლებათ მაშინაც, როცა თვალები დახუჭული გექნებათ. კომპანიის თქმით, ლინზას ექნება დაზუმვის ფუნქციაც, ასევე, ფოტოს სენსორი, რადიო, მოძრაობის სენსორი, რომელიც გამოსახულების გასწორებაში დაგვეხმარება.

Mojo Vision-ის პირველადი პროტოტიპი CES 2020-ზეც წარადგინეს და ფაქტობრივად, ახლა იწყება საუბარი პროდუქტის განვითარებაზე. ტექნოლოგია, რომელიც ამ მოწყობილობის უკან იმალება იმერსიულია. ეს არის მინიატურული MicroLED ეკრანი, რომელიც ჭკვიანი სისტემებითაა გარშემორტყმული და AR (გაფართოებული რეალობის) ტექნოლოგიას იყენებს.

Mojo Vision იმედოვნებს, რომ შექმნის ჭკვიან კონტაქტურ ლინზას, რომელიც იქნება ადამიანის ასისტენტი სამყაროს აღმოჩენაში. მათ შორის, იმ ადამიანების ასისტენტიც, რომლებსაც სუსტი მხედველობა აქვთ. თუმცა, ამ ეტაპზე, CES-ზე წარდგენილ ადრეულ პროტოტიპს მოზრდილი ელემენტი და მონოქრომული ეკრანი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, კომპანიამ ბევრი უნდა იმუშაოს მოწყობილობის დასახვეწად, სხვა მხრივ კი, საჭიროა ამერიკის Food and Drug Administration-ის დარწმუნება მოწყობილობის უსაფრთხოობაში.



0

·

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.